მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ სტრატეგიულ განვითარებას აგრძელებს და კვლავ იმსახურებს საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების ნდობას. კომპანიამ 3 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო შვეიცარიის impact ინვესტიციების მენეჯმენტ კომპანიისგან — Enabling Qapital (EQ), რომელიც შვეიცარიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (FINMA) მიერ რეგულირდება და ცნობილია ხანგრძლივი გამოცდილებით პასუხისმგებლობიანი და ინკლუზიური ფინანსების განვითარებაში განვითარებად ბაზრებზე.
Enabling Qapital (EQ) ამჟამად750 მილიონ აშშ დოლარზე მეტ აქტივს მართავს, რომლებიც მიმართულია მიკროსაფინანსო, ენერგიაზე წვდომისა და ასევე განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებზე. კომპანია აერთიანებს 65-ზე მეტ პროფესიონალს 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საუბრობენ 21-ზე მეტ ენაზე და მიზნად ისახავენ ინვესტიციების მეშვეობით არა მხოლოდ ფინანსური და სოციალური ღირებულების, არამედ პოზიტიური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების შექმნას.
„ევროკრედიტის“ ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების (SMEs) დაფინანსების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში.
„Enabling Qapital-ის დაფინანსება ჩვენთვის წარმოადგენს საერთაშორისო ნდობისა და მაღალი სტანდარტების აღიარებას. ეს მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავაფინანსოთ უფრო მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი, წვლილი შევიტანოთ ეკონომიკურ ზრდაში და ხელი შევუწყოთ დასაქმების გაფართოებას,“ – განაცხადა „ევროკრედიტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა.
Enabling Qapital-ის საინვესტიციო ოფიცერმა კუბანიჩბეკ საპიანოვმა აღნიშნა: „Enabling Qapital ინვესტირებს იმ საფინანსო ინსტიტუტებში, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას. ჩვენი თანამშრომლობა „ევროკრედიტთან“ სრულად შეესაბამება EQ-ის მიზანს, უზრუნველყოს მასშტაბური და ზემოქმედებაზე ორიენტირებული დაფინანსება განვითარებად ქვეყნებში. გვჯერა, რომ „ევროკრედიტს“ აქვს ძლიერი პოტენციალი განაგრძოს ზრდა და გააფართოოს კლიენტთა ბაზა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს მიაწვდინოს ფინანსური რესურსი ქვეყნის მასშტაბით.“
„ევროკრედიტი“ არის საერთაშორისო Zuk Group-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და დღეს წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ინსტიტუტს. კომპანია წარმოდგენილია 16 ქალაქში, ფლობს 22 ფილიალს და აერთიანებს, დაახლოებით, 200 თანამშრომელს.
Enabling Qapital-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ადასტურებს „ევროკრედიტის“ სანდოობას, გამჭვირვალე საქმიანობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას. ეს თანამშრომლობა ასახავს EQ-ის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აფართოებენ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობენ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.
(R)
