უეფამ ევროპის ჩემპიონსა და ამერიკის თასის გამარჯვებულს შორის შეხვედრის იდეა მოიწონა.
ახალი და ბებერი კონტინენტების საუკეთესო გუნდებს რუსეთის კონფედერაციის თასამდე მოცდა აღარ მოუწევთ.
ამის შესახებ კონმებოლის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა აცნობა:
”ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი უეფადან ევროპისა და ამერიკის ჩემპიონების შეხვედრის თაობაზე. ახლა მატჩის გამართვის ოპტიმალურ თარიღს ვარჩევთ”, – დაწერა ჩინოვნიკმა ტვიტერში.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკა ახლახან ჩილემ მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონი 10 ივლისს გამოვლინდება. ამ წუთისთვის ევროს მოგების შანსს 7 გუნდი ინარჩუნებს.