LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ევროპა ბეთმა” ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს საახალწლო ზეიმზე უმასპინძლა

62

 

”ევროპა ბეთმა” მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. კომპანიამ ხუთი თავშესაფრიდან 50 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ”ლისი ლაუნჯში” მიიწვია. სპეციალური გასართობი პროგრამა წამყვანებთან და ბენდთან ერთად, ანიმატორები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები –  ეს ყველაფერი ბავშვებს ”ლისი ლაუნჯში” დახვდათ.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ”ევროპა ბეთი” მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს მუდმივად ახორციელებს.

”ეს არ არის პირველი აქცია და არც ერთჯერადი. ”ევროპა ბეთი”მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს ტრადიციულად ატარებს ხოლმე. განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა ამ პატარებს ნამდვილად სჭირდებათ. მათთვის საახალწლოდ შევქმენით ძალიან კარგი გარემო, მიიღებენ უამრავ საჩუქრებს. ამ მცირედით კომპანია ცდილობს, წვლილი შეიტანოს მათი ცხოვრების გახალისებაში. გარდა იმისა, რომ კომპანია თავის მომხამარებელსაც უწყობს წამახალისებელ აქციებს, სოციალური მიმართულებითაც აქტიურობს” – განუცხადა ”ფორტუნას” ”ევროპა ბეთის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლაშა ხარაზიშვილმა.

”ევროპა ბეთი” 2010 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს. მათ შორის ტოტალიზატორს, პოკერს, ლაივ კაზინოს, ”რულეტკას”, მობილურ ონლაინ და კლასიკურ თამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g