ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გუგუტიანთკარშია. ერიკ ჰოგთან ერთად ადგილზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც იმყოფებიან.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად მე შევუერთდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც პატრულირებდა ამ დილით გუგუტიანთკართან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციის“ დასაკვირვებლად. ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს, ასევე განვიხილავთ ხვალ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვდრის ფარგლებში“, – წერს ჰოგი.
ამ საკითხს ასევე „ტვიტერში“ ეხმაურება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარიც.
„მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდსა და მისიის ხელმძღვანელს ერიკს ჰოგს გუგუტიანთკარში გაცნობითი ვიზიტისთვის. მავთულხლართები ყოფს მოსახლეობას და ქმნის სირთულეებს. „ბორდერიზაციის“ მიღება შეუძლებელია“, – წერს ტოივო კლაარი.
Thank you to team of #EUMM and HoM @erik_hoeg for instructive visit to Gugutiantkari today. Fencing divides communities and causes hardship. “Borderisation” cannot be accepted. pic.twitter.com/pktmJNJnY4
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) August 28, 2019