LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპამ უნდა მიგვიღოს ჩვენი ისტორიით, სიწმინდითა და კანონით და არა მათთვის სასურველი ვერსიით … სრული გულწრფელობით გამოვხატავ წუხილს მიმდინარე მოვლენების მიმართ”- თაკო ჩხეიძე

175
თაკო ჩხეიძე

ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მოდელი, თაკო ჩხეიძე  ეხმაურება. ჩხეიძის თქმით, ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს მათზე „უდიდეს მორალურ ზეწოლას”:

„ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ“ – ნინი ბადურაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე

„დავიწყებ იმით, რომ უპირველეს ყოვლისა ვგმობ ყველანაირ ძალადობას! ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას გვეძლევა საშუალება ყოველგვარი შიშისა და შეზღუდვის გარეშე ნათლად ვთქვათ თუ რას ვფიქრობთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნაწილი აქტიურად ახდენს ჩვენზე უდიდეს მორალურ ზეწოლას და გვიბიძგებს ვთქვათ ის, რისი თქმაც არ გვსურს, ეს კი, ჩემი აზრით, ძალადობა და ბულინგია!

როგორც საინფორმაციო გვერდებზე ვხედავ, ისინი აქტიურად ცდილობენ დაამახინჯონ ჩემი პოზიცია, ამიტომ ახლა უკვე ვალდებული ვარ ვთქვა სახალხოდ, რომ მსურს ვიცხოვრო დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ, მხოლოდ ყველა თავისი ღირებულებითა და ტრადიციით, რომელიც აქამდე ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს უდიდესი შრომითა და ძალისხმევით!

ევროპამ უნდა მიგვიღოს ჩვენი ისტორიით, სიწმინდითა და კანონით და არა მათთვის სასურველი ვერსიით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს! სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და მათ უკვე შეძლეს ეს ოჯახებში, სამეგობრო წრეებში, კოლეგებში და სრული არეულობა დათესეს ქვეყანაში. სიძულვილის ენა გახდა ჩვეული ფორმა, ყოველივე ეს კი ევროპისგან ძალიან აშორებს თითოეულ ჩვენგანს! სრული გულწრფელობით გამოვხატავ წუხილს მიმდინარე მოვლენების მიმართ და იმედი მაქვს ყველა შევძლებთ საქართველოში ისე ცხოვრებას, როგორადაც ნამდვილ ქართველ, პატრიოტ ადამიანებს შეგვეფერება! მიყვარს ჩემი სამშობლო და ყოველთვის ვიდგები ნათელი მომავლისკენ!” – წერს თაკო ჩხეიძე.

ნატალია ყიფშიძე: „თქვენ ამბობთ რომ ოჯახის სიწმინდეს იცავთ და ამ დროს მშობლებს შვილებს აპირისპირებთ! ჩვენ არჩევანს ჩვენ გავაკეთებთ“

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

დავიწყებ იმით, რომ უპირველეს ყოვლისა ვგმობ ყველანაირ ძალადობას! ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას გვეძლევა საშუალება…

Posted by Tako Chkheidze on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024