LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ“ – ნინი ბადურაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე

137
ნინი ბადურაშვილი

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშილი ინსტაგრამის“ სთორიში აზიარებს ვიდეოს, რომელიც ქართველების ევროკავშირისადმი სწრაფვას ასახავს.

„ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ!“, – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.