ნინი ბადურაშვილი „შვიდკაცასთან“ ერთად შექმნილ სიმღერას და მასზე გადაღებულ კლიპს გვიზიარებს.
მომღერალი წერს, რომ მისთვის საზოგადოების შეფასება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩემთვის განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელშიც ჩადებულია სიყვარული, ემოცია და დიდი შრომა. იმედია მოგეწონებათ და შეიყვარებთ. თქვენი შეფასება და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რეჟისორი – ლაშა ცერიაშვილი
ოპერატორი – ლადო მჭედლიშვილი
ტექსტის ავტორი – იეთიმ გურჯი
სიმღერის ავტორი – ეკა კახიანი
არანჟირება – ზაზა ხუბუკელაშვილი
შესრულება – მე და ანსამბლი „შვიდკაცა“
მაკიაჟი – ნინო მარტაშვილი
თმა – ნატა ლომაშვილი
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს და „მწერალთა სახლს“ გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
ასევე გულითადი მადლობა ლიუ ფოტოგრაფს კლიპში მონაწილეობისთვის, ულამაზესი ფოტოების გადაღებისა და იმ შესანიშნავი კადრებისთვის, რომლებიც ამ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის“, – წერს ნინი ბადურაშვილი.
