ნინი ბადურაშვილი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს.
ნინი ფოტოგრაფის ობიექტივში ახალი კლიპის გადაღების ფონზე მოექცა.
მომღერალს „დალოოდის“ ულამაზესი შავი კაბა ამშვენებს, რაშიც შესანიშნავად გამოიყურება.
„როგორი ბრწყინვალე ხარ“
„ჩვენი გამორჩეული გოგო“
„ელეგანტური და შარმიანი“ – წერენ სოცქსელში.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილმა „შვიდკაცასთან“ ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა.
„ლამაზების პრეზიდენტო“ ასე ჰქვია ნამუშევარს, რომლის სიმღერის ავტორიც ეკა კახიანია.






