LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩია

198
renault

ევროპელებმა 2024 წლის საუკეთესო ავტომობილი აირჩიეს. ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონზე ევროპული კონკურსის „2024 წლის ავტომობილის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესოდ ამჯერად სექტემბრის თვეში წარდგენილი კროსოვერი Renault Scenic E-Tech დაასახელეს. Scenic-ის მეხუთე თაობამ, რომელსაც სრულად ელექტრონული აგრეგატი აქვს, 329 ქულა დააგროვა. კონკურენტთაგან ყველაზე ახლოს მასთან BMW 5-Series и Peugeot 3008 მივიდა.

მეხუთე თაობის Renault Scenic ეს არის ხუთ ადგილიანი ელექტროკროსოვერი, რომელმაც Nissan Ariya-ს პლატფორმა მიიღო. მას ერთ ძრავიანი აგრეგატი აქვს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 218 ცხენის ძალაა, სვლის მარაგი – 610 კილომეტრს შეადგენს. ფასი საფრანგეთში 35 990 ევროდან იწყება და ეს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული ეკოლოგიური ბონუსის ჩათვლით.

როგორც უკვე ვთქვით, მეორე ადგილზე 308 ქულით BMW 5-Series გავიდა, მესამეს კი -Peugeot 3008 იკავებს და მას 197 ქულა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები