LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს – გიული ალასანია

141
გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილი

დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

მისი შეფასებით, მიუხედავად ევროპარლამენტარების გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ შეძლეს და მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვისდ, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

magti 5g