LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარი დავით გარეჯის საქმეზე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

99
კუბი

ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, ამჯერად დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება.

ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„საქართველოს ხელისუფლებამ “აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის” ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის – აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან – პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან – ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ – წერს ევროპარლამენტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g