გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს ევროპარალმენატრი, მარინა კალიურანდი. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია, ადგილობრივი მოსახლეობის სატანჯველს წარმოადგენს.
“ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ევროპულმა პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მოუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოლაპარაკებითა და დიპლომატიით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და მან უპირობოდ უნდა დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია,”- წერს კალიურანდი.