ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით, ევროკავშირის შვიდი წლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, რაც ევროკავშირს უახლოესი წლების განმავლობაში, ძირითადი პროგრამების განსახორციელებლად გზას უხსნის.
1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტისა და კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტი, რომელზედაც ევროკომისიამ შეთანხმებას თვის დასაწყისში მიაღწია, ევროპარლამენტის 548 წევრმა დაუჭირა მხარი, 81 იყო წინააღმდეგი ხოლო, 66 – მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ მას “ისტორიული ბიუჯეტი ისტორიული მომენტისთვის” უწოდა, რომელიც “უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას” უყრის საფუძველს.
”ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, უნგრეთის და პოლონეთის მთავრობების დაბრკოლებების სამწუხარო ჩვენება, რომელთაც სურდათ აღდგენის ფონდი მიეთვისებინათ საკუთარი ანტიდემოკრატიული დღის წესრიგისთვის”. – აღნიშნა, გერმანიის მწვანე ევროპარლამენტარმა, სკა კელერმა.
ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ევროკავშირს შესაძლებლობა ექნება, კანონის უზენაესობის სისტემური დარღვევის შემთხვევაში, ქვეყნებისათვის თანხები შეუმციროს.
ცნობისათვის, ორი ქვეყანა, უნგრეთი და პოლონეთი, დიდი ხანია ევროკავშირს ისეთი საკითხების გამო ეწინააღმდეგება, როგორიცაა კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა.
