ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
დღეს, ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარი 401-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის დამტკიცებისთვის 361 ხმა იყო საჭირო.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.