LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა

135
ჯოზეფ ბორელი

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით – „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში“ წარდგება.

ევროპარლამენტის სესიაზე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევების შესახებ გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.

ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g