LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას მოგზაურობის ახალი წესები შემოაქვს – უფრო მარტივია თუ რთულდება: რა უნდა ვიცოდეთ

226
European-Travel-Information-and

ტურიზმი – ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია მთელი მსოფლიო მასშტაბით, მოგზაურობა კი უამრავი ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო და სასურველი საქმიანობა. ამაზე ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. ეს ეხება საქართველოსაც: სავიზო რეგულაციების მოხსნის და ხელმისაწვდომი ფრენების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის მიმართულებით მოგზაურობას საგრძნობლად უმატეს. თუმცა ევროპას მოგზაურებისთვის სიახლე და ახალი წესები შემოაქვს.
ევროკავშირი გეგმავს შემოიღოს უვიზო მიმოსვლის ახალი სისტემა არაევროკავშირი წევრი ქვეყნების მოგზაურებისთვის.
ახალი წესი გავრცელდება შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის, რომელიც მოიცავს ევროპის ყველა ქვეყანას ირლანდიისა და კვიპროსის გარდა, ასევე ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და შვეიცარიას.

ასე რომ, თუ მოგზაურობას გეგმავთ, აი, რა უნდა იცოდეთ.

მოგზაურობა 2024 წლის 9 ნოემბრამდე
თუ 10 ნოემბრამდე მოგზაურობთ, კარგი ამბავია ის, რომ არაფერი არ იცვლება. ამიტომ, შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ განაგრძოთ მოგზაურობა დამატებითი მოთხოვნების გარეშე.

მოგზაურობა 2024 წლის 10 ნოემბრიდან 2025 წლის მაისამდე
გვაქვს პირველი ცვლილებების დაწყების თარიღი: ახალი შესვლის/გასვლის სისტემა – EES – ამოქმედდება კვირას, 10 ნოემბერს. მეორე ეტაპის – ETIAS (მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა) – დაწყების თარიღი ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ EES-ის გაშვებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ, ანუ 2025 წლის მაისის შუა რიცხვებისთვის გაეშვება. ასე რომ, თუ მოგზაურობა გიწევთ ნოემბრიდან მაისამდე, ერთ რამეზე უნდა იფიქროთ: EES.

რა არის EES
ევროკავშირის სასაზღვრო გეგმა სახელწოდებით შესვლისა და გასვლის სისტემა (EES) ამოქმედდება 10 ნოემბერს. EES სისტემა ითვალისწინებს მკაცრ ციფრულ სასაზღვრო კონტროლს ყველა აეროპორტში, პორტსა და ევროპის მარშრუტზე, რაც ართულებს ყალბი პასპორტების გამოყენებას.
EES სისტემის მიხედვით, მგზავრებს მოეთხოვებათ წინასწარი სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. ევროკავშირში შესულმა პირებმა უნდა დაარეგისტრირონ თითის ანაბეჭდი, ფოტო და პასპორტის მონაცემები. ეს პირველადი რეგისტრაცია ძალაში იქნება სამი წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ის უნდა დადასტურდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე გადაკვეთს საზღვარს. ეს ჩაანაცვლებს ბეჭედს პასპორტში.
მოკლედ რომ ითქვას, ეს უფრო უსაფრთხო გზაა ევროკავშირის/შენგენის ზონის საზღვრებზე პასპორტების შესამოწმებლად. ის არ ცვლის საიმიგრაციო წესებს, როგორიცაა 90-დღიანი წესი, მაგრამ აადვილებს მათ შესრულებას.
წინასწარი რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთხელ გაიაროთ. ყოველი მომდევნო მოგზაურობისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ პასპორტის სკანირება (თუ ახალი პასპორტის აღება გიწევთ, მაშინ წინასწარი რეგისტრაციის ხელახახლა გავლა მოგიწევთ).

როგორ მოვამზადოთ
მოგზაურებს პრინციპში წინასწარ მოსამზადებლად ბევრის გაკეთება არც შეუძლიათ, რადგან წინასწარი რეგისტრაცია და თითის ანაბეჭდის/სახის სკანირება უნდა დასრულდეს უშუალოდ აეროპორტში/მატარებლის სადგურზე/პორტში მოგზაურობის დროს.
თუმცა შესაძლოა თქვენი მოგზაურობის პროვაიდერმა მოითხოვოს მეტი API (Advance Passenger Information – წინასწარი ინფორმაცია მგზავრების შესახებ). ტუროპერატორები სავარაუდოდ მოითხოვენ ასეთ ინფორმაციას.
ასე რომ, სასურველია დაკვირვებით წაიკითხოთ ყველა წერილი მათგან, ვისთანაც დაჯავშნით მოგზაურობას, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდეთ გამგზავრებამდე.

შემდეგი ნაბიჯი – იცოდეთ რას უნდა ელოდოთ სადგურზე/აეროდრომზე/პორტში ჩასვლისას.
პროცესი სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული იქნება.
დაგეგმეთ შედარებით ადრე მისვლა დანიშნულების ადგილზე, რათა საკმარისი დრო გქონდეთ ფორმალური ნაწილის დასრულებისთვის.

ვინ თავისუფლდება
ევროკავშირის/EEA-ს მოქალაქეები, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, იმ პირობით, რომ ისინი მოგზაურობენ ევროკავშირის/EEA-ს პასპორტით.
გადასახადისგან თავისუფლდებიან ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები.

მოგზაურობა 2025 წლის მაისის შემდეგ
როდესაც EES ამოქმედდება და ძირითადი პრობლემები მოგვარდება, ევროკავშირი გეგმავს მეორე ცვლილების შემოღებას – ETIAS. დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ევროკომისიის თანახმად დაგეგმილია EES-ის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. ეს კი 2025 წლის მაისის შუა რიცხვებისკენ უწევს. თუ სამოგზაუროდ მაისის შემდეგ წახვალთ, დიდი ალბათობით, მოგიწევთ როგორც EES-ის, ისე ETIAS-ის განხილვა.

რა არის ETIAS
ETIAS – „მგზავრობისა და ნებართვის ევროპის სამოგზაურო საინფორმაციო სისტემა“.

EES-ისგან განსხვავებით, ETIAS ცვლის მოგზაურობის წესებს იმით, რომ მოითხოვს ვიზის ელექტრონულ გაუქმებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მოგზაურობენ საიმიგრაციო დოკუმენტაციის საჭიროების გარეშე. ის ვრცელდება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირში 90 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში ჩადიან და არ აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.
ეს, უპირველეს ყოვლისა, გავლენას მოახდენს ტურისტებზე, მეორე საცხოვრებლის მქონე ადამიანებზე (ვისაც ვიზა არ აქვს) და მათზე, რომლებიც ოჯახს სტუმრობენ.

როგორ მოვემზადოთ წინასწარ?
EES-ისგან განსხვავებით, შესაძლებელია წინასწარ მომზადდება, მეტიც აუცილებელიც კია. გამგზავრებამდე უნდა შეავსოთ ETIAS ფორმა ონლაინ და გადაიხადოთ 7 ევრო (18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისგან, თუმცა ფორმა მათთაც უნდა შეავსონ). შემდეგ დაელოდებით განაცხადის დამუშავებას. ევროკომისია ირწმუნება, რომ განაცხადი რამდენიმე წუთში განიხილება, მაგრამ მოგზაურებს ურჩევს, რომ განაცხადი 72 საათით ადრე შეიტანონ, შესაძლო შეფერხების შემთხვევაში.
განაცხადის შეტანის შემდეგ, ის ძალაში იქნება სამი წლის განმავლობაში, ამიტომ რეგულარულ მოგზაურებს არ მოუწევთ ამის ყოველ ჯერზე კეთება. პროცესი სრულად ონლაინ რეჟიმშია. ვებ-საიტი ეს გახლავთ, თუმცა ამჟამად განაცხადები არ მიიღება, ის უნდა გაიხსნას გაშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
პროცესი მარტივია და შემუშავებულია ტურისტებისთვის, ამიტომ არ არის საჭირო ამის გაკეთება ტურისტულ კომპანიას სთხოვოთ. კომისია აფრთხილებს დაკვირვებით და სიფრთხილით მოეკიდოთ თაღლით საიტებს, რომლებიც შემოგთავაზებენ ETIAS დოკუმენტაციის შევსებისას დახმარებას. ყველაზე უსაფრთხოა თავად გააკეთოთ ოფიციალური ვებსაიტის მეშვეობით.

რა იცვლება
სიაში შემავალი არაევროკავშირის ქვეყნებიდან მოგზაურებმა უნდა მიმართონ ევროკავშირში უვიზოდ შესვლისთვის იმავე 90-დღიანი პერიოდის განმავლობაში ყოველ 180 დღეში ერთხელ. უფრო ხანგრძლივი ყოფნისთვის საჭირო იქნება ვიზა.
ETIAS-ის ფარგლებში უვიზო რეჟიმი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში და იძლევა შეუზღუდავი რაოდენობის ვიზიტს. ის დაკავშირებული იქნება პასპორტთან. ასე რომ, თუ პასპორტს ვადა ეწურება სამ წელზე ნაკლებ დროში, ახალი პასპორტის მიღებისას თქვენ ხელახლა უნდა მიმართოთ ETIAS-ს.
მგზავრებს დასჭირდებათ განაცხადის შეტანა ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ფორმის შევსებას, რომელსაც ევროკავშირი „აუცილებელ და უმნიშვნელო პროცედურულ ნაბიჯს“ უწოდებს, დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
განაცხადის შესავსებად საჭირო ინფორმაცია მოიცავს პასპორტის მონაცემებს, ასევე კითხვებს კრიმინალური წარსულისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ევროკავშირი ამბობს, რომ განაცხადების 95%-ზე მეტი ავტომატურად დამტკიცდება რამდენიმე წუთში, თუმცა აფრთხილებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ამას შესაძლოა 72 საათი დასჭირდეს. ზოგიერთ განაცხადს კი შესაძლოა უარი ეთქვას ან, გამონაკლის შემთხვევებში, დამუშავებას ოთხ კვირამდე დასჭირდეს.
ევროკავშირმა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიგრაციული კრიზისისა და ტერორიზმის შიშის გამო მიიღო.

ვის დასჭირდება ETIAS შესვლის ნებართვა

ზოგადად, ETIAS შესვლის ნებართვა საჭიროა ყველასთვის, ვინც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

  • არ არის ევროკავშირის მოქალაქე.
  • არ არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ ვიზის აღება მოკლევადიანი ყოფნისთვის ევროპის ქვეყნებში, სადაც საჭიროა ETIAS სისტემა.
  • არ გააჩნია ბინადრობის მოწმობა/ბარათი/დოკუმენტი გაცემული ევროპის რომელიმე ქვეყნის მიერ, სადაც საჭიროა ETIAS სისტემა.

განსხვავება ETIAS და შენგენის ვიზას შორის

ETIAS არის მოგზაურობის ნებართვა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უვიზოდ შესვლა შეუძლიათ ევროპის 30 ქვეყანაში, ძალაშია სამი წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე და, შესაბამისად, არ არის ვიზა.
რაც შეეხება შენგენის ვიზას, ეს არის დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს შევიდეს შენგენის ზონაში შემავალი ევროპის 27-ვე ქვეყანაში. შენგენის ვიზის მქონე მოგზაურებს შეუძლიათ შენგენის ქვეყნებში დარჩენა მოკლე დროით (90 დღემდე 180 დღის განმავლობაში).
გარდა ამისა, ETIAS ტურისტული ნებართვა განსხვავდება შენგენის ვიზასგან მიზნის, სამიზნე კატეგორიების, მოქმედების ვადის, დამუშავების დროის, საჭირო დოკუმენტების, საფასურის და განაცხადის მეთოდის მიხედვით.

რიგები იქნება, ბოლო წუთის ბილეთები არ გაიყიდება, ხალხმა კარგად არ იცის

ექსპერტები სისტემას „უხეშად“ მიიჩნევენ და აფრთხილებენ რიგებისა და ე.წ. „ბოლო წუთის“ ბილეთების შეძენაზე უარის თქმის რისკს.
ავიაკომპანიები აფრთხილებენ, რომ EES-ის ამოქმედებამ შეიძლება შესამჩნევი გავლენა იქონიოს მოგზაურებზე. რატომ?

ფრენის ბიუროკრატია
ამჟამად ავიამგზავრებმა ფრენამდე უნდა მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია – სახელი, პასპორტის ნომერი და დაბადების თარიღი. ეს არის ეგრედ წოდებული API ინფორმაცია (Advanced Passenger Information). EES-ის შემოღებით, პერსონალური მონაცემების მოთხოვნა შესაძლოა უფრო დეტალური გახდეს.
გარდა ამისა, ავიაკომპანიებს მოუწევთ მგზავრების ფრენის ნებართვის აღება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს უნდა გაკეთდეს გამგზავრებამდე 48 საათით ადრე – შეიყვანეთ API ინფორმაცია ახალ სისტემაში, რათა მან ნება მისცეს (ან უარი) ჩასხდომაზე. ავიაკომპანიები დაჯარიმდებიან, თუ მგზავრებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ EES მოთხოვნებს ბორტზე ასვლის უფლებას მიიღებენ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – Ryanair, Buzz, Lauda Europe და Malta Air – გამოთქვამენ შიშს, რომ ახალი წესები ბოლო წუთებში ბილეთების გაყიდვას შეწყვეტს.

ტურისტები მხარდაჭერის გარეშე
ავიაკომპანიებმა ასევე გააფრთხილეს სხვა პრობლემების შესახებ. მათ შორის გახლავთ ლოდინის გაზრდილი დრო სასაზღვრო კონტროლზე და ტურისტების მხარდაჭერის ნაკლებობა, თუ რაიმე სათანადოდ არ წარიმართება EES-ის შემოღებისას.
პრობლემად მიაჩნიათ ასევე მგზავრებისთვის საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა.
ასევე გეგმა B-ის არარსებობა, თუ ქვეყნები არასაკმარისად იქნებიან მომზადებული. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იქ მოზარდების ორ მესამედს არც კი სმენია მომავალი ინოვაციის შესახებ.

ზოგიერთი პროგნოზით საზღვარზე დაყოვნების დრო 30-50%-ით გაიზრდება. ევროკავშირმა განაცხადა, რომ აეროპორტებში მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ელოდება და დასძინა, რომ მგზავრების ბიომეტრიული მონაცემების აღება თითოეულ ადამიანზე 90 წამიდან ორ წუთამდე დასჭირდება.

სიახლის დანერგვა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2022 წლის მაისში, EES-ის გაშვება უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

ყველაფერს პრაქტიკა აჩვენებს და დაალაგებს.
ბედნიერ ევრომოგზაურობას გისურვებთ!

ფოტო: travelobiz
lexidy
worldvisagroup
euronews
thetravelmagazine
thegaze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g