LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

147
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ესაუბრა.

მისი განცხადებით, „ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს, რათა ომი დასრულდეს და ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს“.

„უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებისგან განუყოფელია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას მომავალი კვირისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან აქტიური იქნება“.

„დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ამას ღრმად ვაფასებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g