LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში კარანტინის შემსუბუქება დაიწყეს

364
22

ჩეხეთის ხელისუფლებამ კარანტინის ზომების შემსუბუქება დაიწყო.

7 აპრილიდან ჩეხეთში შესაძლებელია ბუნებაში ვარჯიში ნიღბის გარეშე. ამასთან აუცილებელია დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მეტრისა.

9 აპრილიდან ჩეხეთში ხელსაქმისა და ჰობის მაღაზიები, ასევე სასოფლო სამეურნეო მაღაზიები გაიხსნება. ხოლო აღდგომის შემდეგ, რომელსაც ქვეყანაში 12 აპრილს აღნიშნავენ, სხვა ტიპის მაღაზიების გახსნაზეც იმსჯელებენ.

დანიაში კი 15 აპრილიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, დანარჩენი სკოლების გახსნა კი 10 მაისიდან იგეგმება.

დანია კარანტინის გაუქმებისთვის ემზადება

ცხოვრება თანდათან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ამასთან, კაფეები, სალონები, დისკოტეკები და სავაჭრო ცენტრები ძველებურად დახურული იქნება.

თუმცა, აკრძალული იქნება 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

უკანასკნელი მონაცემებით, დანიასა და ჩეხეთში კორონავირუსით 5 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g