აშშ-ს შემდეგ, „მცენარეული ხორცისგან“ დამზადებული ბურგერები უკვე ევროპაშიც გამოჩნდება. პროდუქციის გაყიდვას სწრაფი კვების ქსელი Burger King იწყებს. ხორცის ალტერნატივით შექმნილი რამდენიმე სახეობის ბურგერი, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც CNN წერს, მცენარეული ხორცი ძირითადად იზიდავს იმ მყიდველს, ვისაც ხორცის მოხმარების შემცირება, ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის მოტივით სურს. ამასთან, „მცენარეული ხორცით“ დამზადებული ბურგერი გაცილებით ნაკლებკალორიულია, ვიდრე სტანდარტული ბურგერი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ობიექტებში Burger King -მა „მცენარეული ხორცის“ ბურგერები აგვისტოდან შეიტანა და ეს გადაწყვეტილება საოცრად მომგებიანი აღმოჩნდა.