ცნობილი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას უზიარებს ქართველი ემიგრანტების ქველმოქმედების ამბავს.
„ასეთი ამბავი:
ევროპაში სამუშაოდ წასულმა რამდენიმე თანამემამულემ 900 ლარი შეაგროვა და გადმომირიცხეს, შეჭირვებულებს დაეხმარეო.
ამ თანხას დაახლოებით, 400 ლარიც დაემატა და 4 ოჯახს გაუნაწილდა.
მათ თავად შეარჩიეს საჭირო საკვები, ტკბილეული და პირველად მოხმარების ნივთები.
ასე რომ, ახალ წელს ამ გულიანი ადამიანების წყალობით, 4 ოჯახი გახარებული შეხვდება“, – წერს გოგა ჩანადირი.