LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში წასვლისას აეროპორტში ქართველი მესაზღვრეები დეტალურად შეგამოწმებენ

175

ვიზალიბერლიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით, საბუთებს ქართველი მესაზღვრებიც შეუმოწმებენ.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმციით, მესაზღვრეები სპეციალურ მომზადებას გადიან. შემოწმება შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებას ემსახურება და საზღვარზე არავის დააკავებენ.

ხუციშვილის თქმით, შემოწმების შემდეგ მოქალაქეს შეუძლია „საკუთარი კეთილგონიერებიდან გამომდინარე ან გააგრძელოს გზა, ან გამოასწოროს ხარვეზები, მესაზღვრეები მხოლოდ სერვისს გაუწევენ“:

„მესაზღვრე დეტალურად შეუმოწმებს საბუთებს ევროკავშირის ქვეყანაში მიმავალ მოქალაქეს, რათა პრობლემა აღარ შეექმნას შენგენის ქვეყანაში ჩასვლისას, თუ არ ექნება სასტუმროს ჯავშანი, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ა.შ.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები