დიეგო სიმეონე ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.
„ატლეტიკოს“ არგენტინელი სპეციალისტი თვეში 3.3 მლნ ევროს იღებს გადასახადების გადახდამდე, იუწყება L’Equipe.
ესპანეთში მეორე ადგილზეა „რეალის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი – 910 ათასი ევრო. მესამეა ბილბაოს „ატლეტიკის“ მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი – 500 ათასი.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები ინგლისში:
- პეპ გვარდიოლა („სიტი“) – 1,89 მლნ ევრო;
2-3. იურგენ კლოპი („ლივერპული“) და ანტონიო კონტე („ტოტენჰემი“) – 1,49 მლნ ევრო.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები იტალიაში:
- მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“) – 1,17 მლნ ევრო;
- ჟოზე მოურინიო („რომა“) – 770 ათასი ევრო;
- სიმონე ინძაგი („ინტერი“) – 620 ათასი ევრო.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები გერმანიაში:
- იულიან ნაგელსმანი („ბაიერნი“) – 666 ათასი ევრო;
- ჯერარდო სეოანე („ბაიერი“) – 416 ათასი ევრო;
- მარკო როზე („ბორუსია“ დორტმუნდი) – 375 ათასი ევრო.