LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპელი სოციალისტები” ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს

74
ევროპელი სოციალისტებიი

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი, 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპელი სოციალისტები” ავრცელებს.

პრაქტიკულად, უკან დახევა უწევთ, გადაწყვეტილება მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული: ოხანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე

„ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს – გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და გადაწყვეტილება კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ “. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხვალ პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ უნდა იმსჯელოს.

თუ “ოცნება” კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს: პარტია “ქართულ ოცნებას” მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g