LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპიდან დადგენილ ფრენებს ბერლინიც დაემატა – ქართველები მოდიან

348
berlin-foto

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა მ.წ. 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.

საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს .. 3 აპრილს დაემატა თბილისიბერლინითბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად მ.წ. 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.

შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – Georgian Airways

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთიდანაც დააბრუნებენ

ბურგასიდან საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g