LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრებს მობილური აპლიკაციით გააფრთხილებენ

13

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატისთვის აპლიკაციას ქმნის, რომელიც ტერორისტული საფრთხის შესახებ შეტყობინებას გზავნის.
შეტყობინება შემთხვევიდან 15 წუთის განმავლობაში მივა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე უფასო აპლიკაცია შექმნა და მომხმარებელს სავარაუდო ტერაქტებზე გააფრთხილებს.
რეგისტრაციისას მომხმარებლებმა ადგილმდებარეობის თაობაზე ნებართვა უნდა დაადასტურონ, რადგან მათ სიახლოვეს მომხდარი ინციდენტების შესახებ მიიღონ შეტყობინება. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ კიდევ დამატებით რვა ზონაზე მიიღონ ინფორმაცია.
აპლიკაციაში რეკომენდაციების ჩამონათვალიცაა თუ როგორ უნდა უზრუნველყონ საჭიროების შემთხვევაში საკუთარი უსაფრთხოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები