LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის სუპერთასი რეალმა მოიგო

114

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სუპერთასის მატჩში უეფას ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ”’სევილია” დამატებით დროში 3:2 დაამრცხა.

ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 21-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. ”სევილიამ” წონასწორობა 41-ე წუთზე ფრანკო ვასკესის გოლით აღადგინა.
72-ე წუთზე ევგენი კონოპლიანკამ ანდალუსიელები წინ გაიყვანა. უკრაინელმა ნახევარმცველმა პენალტი შეასრულა ზუსტად. ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ”რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაათანაბრა.

მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. გამარჯვების გოლი მეორე დამატებული ტაიმის უკანასკნელ წუთზე ”რეალის” კიდევ ერთმა მცველმა, კარვახალმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ”სევილიამ” ზედიზედ მესამე სუპერთასის მატჩი წააგო. 2014 წელს ანდალუსუელები ფინალში ასევე ”რეალთან”, ხოლო 2015 წელს თბილისში ”ბარსელონასთან” დამარცხდნენ.

ზინედინ ზიდანმა კი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სუპერთასის მოგებაც მოახერხა. ”რეალმა” აღნიშნული ჯილდო მესამედ მოიგო.

 

 

რეალი – სევილია 3:2
9 აგვისტო. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ლერკენდალის სტადიონი

რეალი: კასილია, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კოვაჩიჩი (როდრიგესი 73), კაზემირო, ისკო (მოდრიჩი 66), ვასკესი, ასენსიო, მორატა (ბენზემა 62)

სევილია: რიკო, პარეხა, კარისო (რამი 51), კოლოჯიჩეკი, კიოტაკე, იბორა (კრანევიტერი 74), ნზონზი, ფრანკო ვასკესი, მარიანო, ვიტოლო, ვიეტო (კონოპლიანკა 67)

გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ფრანკო ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72 პენ), 2:2 რამოსი (90+3)

გაფრთხილება: ვიტოლო (39), კარვახალი (84), ასენსიო (86), კოლოჯიჩეკი (90, 93), როდრიგესი (93)
გაძევება: კოლოჯიჩეკი (93)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g