LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის უნივერსიტეტმა „პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს“ უმასპინძლა

186

2017 წლის 4 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტმა „პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს“ უმასპინძლა. 3 დეკემბერს კი „პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი“  თბილისში, სანქტ-პეტერბურგში, ბარნაულსა და ალმათიში პარალელურად ჩატარდა.

როგორც ”ფორტუნას” ევროპის უნივერსიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული შეჯიბრება საქართველოში უკვე მე-18-ედ გაიმართა, წლევანდელი შეჯიბრების ორგანიზატორი ევროპის უნივერსიტეტი იყო. ღონისძიება ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ჩატარდა და მისი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი- თეოდორე ზარქუა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად არის მიჩნეული.შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი – ჰამლეტ მელაძე, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე – ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი –  მაია ხურცილავა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g