პარიზის ჩრდილოეთ სადგურს 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოამზადებენ. კომპლექსის ფართობი გაიზრდება, გაჩნდება მეტი სიმწვანე და განსაკუთრებით აღსანიშნავია ტერასა, სადაც გაშენდება უზარმაზარი ბაღი და ის პირდაპირ სადგურის სახურავზე მოეწყობა.
განახლდება ნავიგაციის სისტემაც და ჩამომსვლელი და წამსვლელი მგზავრები აღარ გადაიკვეთებიან. ანუ სადგურში აეროპორტის მსგავსი სისტემა დაინერგება და მატარებლით ჩამოსული მგზავრები დასავლეთ ფრთიდან გამოვლენ, როცა მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთ ნაწილში იქნება.
რეკონსტრუქციის შემდეგ მთლიანი ფართობი დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრით გაიზრდება, რაც ახალი დონეების დამატების დამსახურებაა. სადგურში გაიხსნება ახალი ობიექტები, რომლებიც როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, მაგალითად ისეთი როგორიცაა – ბიბლიოთეკა, ფოსტა თუ სამუშაო სივრცეები.
შეგახსენებთ, რომ პარიზის რკინიგზის სადგური ევროპაში ყველაზე დიდია და ის ყოველდღიურად 700 ათას ადამიანს ემსახურება. თუმცა, სადგურის შენობა მე–19 საუკუნის შუა პერიოდშია აშენებული და ამდენი მგზავრის გამკლავება ძალიან უჭირს.