LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს – მინისტრი

71
b87a5fabdb6cc1f28fb7cc19223dc325-XL

მერწმუნეთ, თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, იქ ინფექციის ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით,– ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას, სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, გადაწყვეტილებების მიღება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და მათ მართლაც უჭირთ. ეს სეზონი მათთვის პრაქტიკულად დაიკარგა და გაცდა. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რომ ამ ნაბიჯზე წავსულიყავით და თავის დროზე ზამთრის კურორტები არ დაგვეკეტა, იქ ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება და შესაძლოა, იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს. წელს მთელს მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g