LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს…მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას“ – ევროპული საბჭოს დოკუმენტი

123
ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს… მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას, – ამის შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია საუბარი.

„45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

46. ევროპული საბჭო იმეორებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს ექნებათ შეუფერხებელი წვდომა. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.

48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g