ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 27-28 ივლისს ჩამოვა.
რიკ დაემსი თბილისში პარლამენტის სპიკერს და პრემიერ მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, მუდმივმოქმედი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან.