LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეამცირეთ პოლარიზება: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება

41
რიკ დაემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში დღეს სრულდება. საქართველოდან გამგზავრებამდე რიკ დაემსი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ასევე პარლამენტში შეხვედრებს გეგმავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გუშინ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი მთავარი გზავნილი ასე ჟღერს – შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ გააკეთოთ საქმე, რომელიც ხალხს სჭირდება. მან ასევე მოუწოდა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას და დოკუმენტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები