„ევროპული სკოლა“ – საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში, იწყებს 2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაციას. როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული სკოლიდან აცნობეს, მარტის თვეში დარეგისტრირებულ მოსწავლეებს „ევროპული სკოლა“ სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას.
„დარეგისტრირდით ელექტრონულად! დაწყებულია განაცხადების მიღება შემდეგ პროგრამებზე – საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები:
-
დაწყებითი პროგრამა (PYP) I-V კლასები
-
საბაზო პროგრამა (MYP) VI-X კლასები
-
სადიპლომო პროგრამა (DP) XI-XII კლასები
-
ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS) VIII-XII კლასები;
-
ქართული პროგრამა (I-XII კლასები);
-
სკოლამდელი აღზრდის ცენტრი – „ევროპული საბავშვო ბაღი”
მათივე ცნობით, ელექტრონულად დასარეგისტრირებლად უნდა მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: https://es.openapply.com/
3D ვირტუალური ტურის სანახავად მიჰყევით ბმულს https://my.treedis.com/tour/evropuli-skola-c879f
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ „ევროპული სკოლის“ საინფორმაციო ბროშურას tinyurl.com/3n0yc2o5
დამატებითი ინფორმაციისთვის, დარეკეთ: +995 555 21-18-24, (+995-32) 2 14-15-16; 2 39-59-64
[email protected], www.europeanschool.ge
ირ. სხირტლაძის #2, თბილისი