„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც გვარამია წერს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას“.
„ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.
ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად:
„ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, „ოცნებას“ აქვს შემდეგი პირობები:
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში
- პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე
- მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება
- რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება
- განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე
p.s რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს ნიკა გვარამია.