LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჩართულობა დიალოგში, ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის: ღარიბაშვილი

83
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ხელისუფლების მზადყოფნა, სრულად ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.

კრისტიან დანიოლსონი პრემიერ-მინისტრს ხვდება

“ვაფასებთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხარდაჭერას და პოლიტიკურ დიალოგში მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო ჩართულობას. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მთავრობის მზადყოფნა, რომ სრულად ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში.” – წერს პრემიერი.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონი საქართველოში საკუთარ წარმომადგენლად ცოტა ხნის წინ დანიშნა.

დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის პროცესში მედიატორად ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები