სტრასბურგში, სადაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ანსამბლმა რუსთავმა „ჩაკრულო“ შეასრულა.
ანსამბლი საპარლამენტო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლამდე წარსდგა.
დღესვე, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება.
სტრასბურგში ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.