LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიამ“ კიევის სასტუმროები შემოსავლის გარეშე დატოვა

50

„ევროვიზიამ“ კიევის სასტუმროები შემოსავლის გარეშე დატოვა. ევროპის მუსიკალურმა დაჯილდოებამ, რომელსაც წელს უკრაინამასპინძლობდა, მოლოდინები ვერ გაამართლა და სასტუმროებსა თუ რესტორნებს ვერანაირი მოგება ვერ მოუტანა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებმა სასტუმროებს ჰოსტელები ამჯობინეს, მდიდრულ რესტორნებში სადილს კი – ფან-ზონაში გაყიდული ხილისა თუ სხვადახვა სასუსნავის მირთმევა.

ექსპერტთა შეფასებით, ზოგადად მოგებაზე საუბარი რთულია, რადგან ტურისტთა რაოდენობა მხოლოდ 15 ათასი იყო და მათი უმრავლესობა დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობდა.

რაც შეეხება კონკურსანტებს, ისინი სასტუმროებში დაბინავდნენ, თუმცა ეს მოგებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები