LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიაზე“ თორნიკე ყიფიანი მეორე ნახევარფინალურ ტურში მეათე ნომრად იმღერებს

89
tornike

საქართველოს „პირველი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნების რიგითობა ცნობილია. ქართველი კონკურსანტი თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.

თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერით You  წარადგენს. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები