პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში- ახალი გზა ავტომობილის შესაძენად!
დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია… მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ!
ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
„რაც გაგიხარდება – ეს არის ჩვენი ბრენდის დაპირება, რომლის შესრულებაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანიდა ამოცანაა. შესაბამისად, მუდმივად ვანახლებთ და ვამრავალფეროვნებთ ასორტიმენტს, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი დახმარებით იპოვნონ ყველაფერი, რაც გაუხარდებათ“ – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული კომერცია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, აქამდე ავტომობილებით ვაჭრობა ძველი, ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა, სადაც ციფრული სივრცე მხოლოდ და მხოლოდ პირველადი ძიებისა და ალტერნატივების განსაზღვრისთვის გამოიყენებოდა. Extra.ge-მ და KIA-მ, პარტნიორობის შედეგად მოახერეხეს ეპოვათ ახალი გზა ახალი ავტომობილის უფრო მარტივად და კომფორტულად შეძენისთვის.
„გადავწვიტეთ, ამ მხრივაც, განგვეახლებინა სამომხმარებლო გამოცდილება და მიგვეცა მომხმარებლისთვის საშუალება, რომ ავტომობილის შეძენისსრული პროცესი ტრანზაქციის ჩათვლით პლატფორმაზევე განახორციელონ. ეს მართლაც რომ ახალი გზაა, ახალი გზების აღმოსაჩენად!“ – თამარ ბუაძე.
„KIA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი საავტომობილო რიგით გამოირჩევა. ამასთან, უწყვეტი ინოვაცია, განვითარება და უპირობო ზრუნვა მომხმარებელზე, ჩვენი მთავარი მიზანია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, Extra.ge-სთანერთად, ვიყოთ პირველი და გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და ინოვაციური.
წარმატებულიკოლაბორაციის დასაწყებად, გადავწყვიტეთ, Extra.ge-სმომხმარებლებს, KIA-ს ყველაზე მოთხოვნად მოდელზე ექსკლუზიური ფასები შევთავაზოთ, რომელთა შესაძენად,მათ Extra.ge-ს ციფრული პლატფორმა კომფორტულ პირობებს სთავაზობს”– აცხადებს Kia Motors Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი.
ეს ერთი და სხვა მრავალი! –Extra.ge ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად ასრულებს მის ამ დაპირებას და მომავალში კიდევ უფრო ინოვაციურ და ამბიციურ სიახლეებს გვპირდება.