SAG Awards-ის დაჯილდოვება წელს ონლაინრეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე ვარსკვლავები საკუთარი სახლის ოთახებსა და ეზოებში პოზირებდნენ. მაგალითად ,,ქალის მთავარი როლის” შესრულებისთვის დაჯილდოებულმა ვაიოლა დევისმა წელს არჩევანი „ლუი ვიტონის“ სალათისფერ კაბაზე გააკეთა. სადა კაბას ვერცხლისფერი ორნამენტები ამშვენებდა.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ვაიოლა დევისი ღონისძიების დაწყებამდე საკუთარი სახლის ეზოში ფოტოგრაფებთან პოზირებს. წითელი ხალიჩის ფუნქციას კი ეზოს ქვა ასრულებს.