LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი თვე „ოსკარამდე“- ვაიოლა დევისის შავ-თეთრი ფოტოსესია ოჯახთან ერთად

116
violadavis

მსახიობი ვაიოლა დევისი წელს „ოსკარის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეტენდენტია. ის ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე მეოთხედ არის წარდგენილი, ამჯერად ფილმისთვის „შავი ნაპირი“. „ოსკარამდე“ ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი და იქამდე ვაიოლა აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან.

ამჯერად 55 წლის მსახიობი მეუღლესთან, ჯულიუს ტენონთან და 10 წლის ქალიშვილთან, ჯენესისთან ერთად პოზირებს. შავ-თეთრი ფოტოები ჟურნალ W magazine-ის გარეკანს დაამშვენებს. ჟურნალის ამ ნაწილის რედაქტორი მსახიობი რეჯინა ქინგია.

ახალი ფოტოები ვაიოლა დევისის სახლშია გადაღებული და ოჯახის ყოველდღიურ ყოფას ასახავს. ვაიოლამ ფოტოების ნაწილი „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები