ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16-ს დადასტურებულ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
მარინა ეზუგბაია ასევე აცხადებს, რომ უცნობია 1 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო და ამ ეტაპზე კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა – ჩაიკეტება თუ არა რეგიონი
“25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით”, – აცხადებს ინფექციონისტი.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი უკვე 1010-მა ადამიანმა დაამარცხა.