ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
მისი თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს
ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს. მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკული, 16-ის კი მძიმეა.
” გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 82% -ია, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურში კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 6 ახალი ინფიცირებული მოთავსდა.
ჯანმში, ამ ეტაპზე ინფექციურ სავამდყომფოში 38 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში შსს-ს 3 თანამშრომელიც მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე
