LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს

107
117444310-305209687362585-7171927044563395582-n

პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მესტიაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭირო და დროული ზომები გატარდა, თუმცა მისივე განმარტებით, სრული სურათი ჯერ კიდევ გასარკვევია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ადგილზე ჩატარებული 1 000 ტესტის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დაწესებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ მისივე თქმით, მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.

საკარანტინო ზონები მზადაა როგორც სვანეთში, ისე სხვა რეგიონებში – მარიამ ქვრივიშვილი

„გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო! – ამირან გამყრელიძე

გიორგი გახარიას ინფორმაციით, სვანეთიდან სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში 919 მოქალაქე უკვე გადაიყვანეს. პრემიერმა შესაბამის უწყებებს საკარანტინე სივრცეების ეფექტური მართვისკენ მოუწოდა.

„გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7 700 ადამიანი გვყავს საკარანტინე სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინე სივრცეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g