LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს, დროთა განმავლობაში კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე ე.წ ბუსტერი დოზაა საჭირო” – გიორგი ფხაკაძე

8714
ფხაკაძეე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ რჩევებს აქვეყნებს.

ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ მაგალითი ისრაელისგან უნდა აიღოს.

“ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა

მიზეზები თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:

ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა

ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო

უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრედ წოდებული ბუსტერი” დოზა არის საჭირო.

ისრაელში ახლანდელი კოვიდ აფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.

რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:

პირბადეები არის სავალდებულო ყველგან

თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება

ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს

ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული

500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები

რა უნდა ქნას საქართველომ:

სირაქლემის პოზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან

პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს

ვისწავლოთ ისრაელიდან:

ეს ხელისუფლებას:

სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო

აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიება

მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია, ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნოთ “ბუსტერზე” რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)

”კოვიდ საშვები” დანერგეთ რაც შეიძლება მალე, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.

ეს მოსახლეობას:

გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას

დარჩით სახლში თუ შეგიძლიათ თუ არა ან ვერ რჩებით სახლში აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის

ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60%-დან 94%-მდე გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.

გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.

დაუჯერეთ საღ აზრს…

ჯანმრთელობას გისურვებთ”-წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები