LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ფაქტი, რომ „ოცნება“ დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელის აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია: აკაკი მინაშვილი

58
აკაკი მინაშვილი 1

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელის აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია. მისი თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მაშინ შედგება, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება მიღებული არ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია.

თალაკვაძის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა, კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება – პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მმართველი გუნდის მზაობას, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, განიხილონ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ენმ-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია.

„ესეც ჩვენი პარტნიორების ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია. გახსოვთ, 2 კვირის წინანდელი პოზიცია, რაიმე სახით ვადამდელი არჩევნების სიტყვების გაგონებაზე „ქართული ოცნება“ რადიკალური ხდებოდა, ახლა ეს ვითარება შეიცვალა. ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა თავისი არსით არასწორია. განსხვავებული არჩევნებია, განსხვავებული პრინციპის არჩევნები, ამიტომ ეს მიუღებელია“,- აღნიშნა მან.

გამოვხატავთ მზადყოფნას – თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ: თალაკვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g