LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვხატავთ მზადყოფნას – თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ: თალაკვაძე

75
არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნება” მზად არის, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და თან, ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს გადაწყვეტილების მიღებასაც გაუადვილებს:

“გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო გონიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს.

“ქართული ოცნება” ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრქუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია “ქართული ოცნების” მიდგომა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ.”  -განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ როგორი კონსტუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა მმართველ გუნდს შეთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

„ახლა ჯერი ოპოზიციაზეა“: „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

პოპულარულები