„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სააკაშვილი სიკვდილის პირასაა“.
„მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში, ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური.
მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, მან საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა და კლინიკაში შესვლის დღიდან 20 კილოგრამი დაიკლო.
დღეს, 6 ოქტომბერს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა აღენიშნება, რის გამოც სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაენიშნა.
ამავდროულად, ზურაბ ჩხაიძე ამბობს – „სააკაშვილის მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ, ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად“.
მისივე თქმით,
ამავე თემაზე: