„სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
წილოსანი ამბობს, რომ პრეზიდენტმა „ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა რეპრესიები დააანონსა“:
„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა, თუმცა ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი დადიოდა საზღვარგარეთ და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველომ გააგრძელა ევროპული სვლა და გააგრძელებს“ – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” 26 მაისს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვს.