LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა“ – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

138
ნინო წილოსანი

„სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

წილოსანი ამბობს, რომ პრეზიდენტმა „ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა რეპრესიები დააანონსა“:

„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა, თუმცა ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი დადიოდა საზღვარგარეთ და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. 

ნიკა მელია: „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე და იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად“

ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველომ გააგრძელა ევროპული სვლა და გააგრძელებს“ – განაცხადა წილოსანმა.

„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” 26 მაისს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები